მიუნხენის „ალიანც არენაზე“ ერთა ლიგის ფინალური შეხვედრა დასრულდა.

უეფას ერთა ლიგის რიგით მეოთხე გათამაშების ფინალში 2019 და 2023 წლების გამარჯვებულები, პორტუგალია და ესპანეთის შეხვდნენ ერთმანეთს.  

შეხვედრის პირველ ნახევარში ესპანელები მარტინ ზუბიმენდის გოლი დაწინაურნენ, პორტუგალიელებმა კი ნუნუ მენდეშის გოლით გაათანაბრეს ანგარიში.

ტაიმის მიწურულს მიკელ ოიარსაბალის გოლით ესპანელები ისევ დაწინაურდნენ

შეხვედრის მეორე ნახევრის მე-16 წუთზე  მარად ახალგაზრდა კრიშტიანუ რონალდუმ გამოიჩინა თავი და ანგარიში გაათანაბრა.

აღსანიშნავია, რომ რონალდუმ ნაკრებში 138-ე  გოლი გაიტანა.

ძირითად, შემდეგ კი დამატებით დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.  დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. პენალტების სერიაში პორტუგალიელებმა ოთხივე დარტყმა ზუსტად შეასრულეს, ესპანელებიდან კი მეოთხე პენალტის დარტყმის დროს ალვარო მორატას უმტყუნა ნერვებმა. პორტუგალიელთა მიერ გატანილი მეხუთე პენალტის შემდეგ ესპანელების დარტყმა აღარ გახდა საჭირო.

ესპანეთი - პორტუგალია დ.დ.2:2(2:2,2:1) პენალტები 3:5
გოლები: 21' მარტინ ზუბიმენდი 1:0, 26' ნუნუ მენდეშიი 1:1, 45' მიკელ ოიარსაბალი 2:1, 61' კრიშტიანუ რონალდუ 2:2