ერევანში დასრულდა ერთა ლიგის B/C დივიზიონის პლეი-ოფის პირველი შეხვედრა 

პლეი-ოფის პირველი შეხვედრა საწყისი ნახევარი საათი საკმაოდ ჩაკეტილ ბრძოლაში მიმდინარეობდა და მეტ-ნაკლებად სახიფათო ერთადერთი მომენტი მხოლოდ 26-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც გიორგი ჩაკვეტაძემ ძლიერად დაარტყა კარის დაბალ კუთხეში. მასპინძლების მეკარემ ბურთის მოგერიება შეძლო.

შეხვედრის 32-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა მასპინძლების მიერ აუტის მოწოდებისას დაასწრო მეტოქეს, ჩაჭრა ბურთი და მერაბ კიტეიშვილს გადააწოდა. ამ უკანასკნელმა ოდნავ წინ წაიწია და ბურთი დაუბრუნა უკვე საჯარო მოედნის ხაზთან ახლოს მყოფ ქოჩორაშვილს, რომელიც სწრაფად შეიჭრა საჯარიმოში, ორ მცველს შორის მოქცეულმა ორივეს წამით დაასწრო და ბურთი კარში მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში გაგზავნა.  

37-ე წუთზე სომხეთის ნაკრების კარში კიდევ ერთი გოლი გავიდა. ამჯერად ბურთი  ბურთის მოსაგერიებლად გამოსული მეკარე გიორგი მამარდაშვილი გადაცემის შემდეგ მეტოქის კარს სწრაფად მიახლოებულმა გიორგი მიქაუტაძემ მეტად მახვილი კუთხიდან გაიტანა.

მეორე ტაიმის მე-13 წუთზე ქართველმა ფეხბურთელებმა მასპინძლების შეტევა მოიგერიეს და სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს, რა დროსაც გიორგი მიქაუტაძის გადაცემის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე მეკარის პირისპირ დარჩა, თუმცა მან კარში დარტყმას უფრო უკეთეს პოზიციაში მყოფი გიორგი მიქაუტაძისთვის ბურთის დაბრუნება არჩია და ამ უკანასკნელმა მესამე ბურთი გაიტანა სომხეთის ნაკრების კარში.

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ასეთი შემადგენლობით ჩაატარა:

გიორგი მამარდაშვილი - ოთარ კაკაბაძე, საბა გოგლიჩიძე, ლუკა ლოჩოშვილი (70' ლაშა დვალი), ირაკლი აზაროვი (75' გიორგი გოჩოლეიშვილი) -  ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ქოჩორაშვილი - ოთარ კიტეიშვილი (66' ანზორ მექვაბიშვილი), გიორგი ჩაკვეტაძე (65' გიორგი წიტაიშვილი), ზურიკო დავითაშვილი - გიორგი მიქაუტაძე (65' ბუდუ ზივზივაძე)