დასრულდა უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის პირველი დღის შეხვედრები
უეფას ერთა ლიგის A-1 ჯგუფში პორტუგალია შოტლანდიას მასპინძლობდა, ხორვატია კი პოლონეთს.
პორტუგალიაში სტუმრები პირველი ტაიმის მე-7 წუთზე „ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელის, სკოტ მაკტომინეის გოლი დაწინაურდნენ. 54-ე წუთზე ბრუნუ ფერნანდეშმა ანგარიში გაათანაბრა.
გამარჯვების მომტანი გოლი მეორე ნახევარში შეცვლაზე შესულმა კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა.
პორტუგალია - შოტლანდია 2:1(0:1)
გოლი: 7' სკოტ მაკტომინეი 0:1, 54' ბრუნუ ფერნანდეში 1:1, 88' კრიშტიანუ რონალდუ 2:1
ხორვატიის და პოლონეთის გუნდების შეხვედრაში პირველ ტაიმში ანგარიში არ გახსნილა, მეორე ტაიმის დაწყებიდან შვიდ წუთში კი ლუკა მოდრიჩმა მასპინძლები დააწინაურა. მატჩში ძელმა ორივე გუნდი გადაარჩინა.
ხორვატია - პოლონეთი 1:0(0:0)
გოლი: 52' ლუკა მოდრიჩი
A-4 ჯგუფში დანიამ სერბეთი დაამარცხა.
დანია - სერბეთი 2:0(1:0)
გოლები: ალბერტ გრონბეკი 1:0, 61' იუსუფ პოულსენი 2:0
ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში პირველი ტაიმის შემდეგ ესპანეთი მეცამეტე წუთისთვის ორი ბურთით დაწინაურდა, მაგრამ უკვე 21- ე წუთზე მინდორზე ათი კაცით დარჩა და მოგება სათუო გახდა. შვეიცარიამ 41-ე წუთზე ერთი გოლი გაქვითა და ტაიმი 1:2 დასრულდა.
მეორე ტაიმში ესპანელებმა ანგარიში არათუ შეინარჩუნეს, არამედ კიდევ უფრო გაზარდეს.
შვეიცარია - ესპანეთი 1:4(1:2)
გოლები: 4' ხოსელუ 0:1, 13' ფაბიან რუიზი 0:2, 41' ზეკი ამდუნი 1:2, 77' ფაბიან რუიზი 1:3, 80' ფერან ტორესი 1:4
გაძევება: 21' რობინ ლე ნორმანი (ესპანეთი, წითელი ბარათი)
C-1 ჯგუფში სლოვაკეთმა აზერბაიჯანი დაამარცხა, შვედეთმა კი ესტონეთი
სლოვაკეთი - აზერბაიჯანი 2:0(2:0)
გოლები: 22' ონდრეი დუდა, თერთმეტმეტრიანიდან 1:0, 26' დავიდ შტრელეცი 2:0
შვედეთი - ესტონეთი 3:0(3:0)
გოლები: 30' ვიქტორ გიოკერესი, 40' ალექსანდერ ისაკი 2:0, 44' ვიქტორ გიოკერესი 3:0
გაძევება: კევორ პალუმეცი (ესტონეთი, მეორე ყვითელი)
მასალა განახლებულია.