უეფას ჩემპიონთა თასზე პირველი მეოთხედფინალური შეხვედრები დასრულდა.

პარიზში, „პარკ დე პრენსზე“, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ გიორგი მამადაშვილის „ლივერპული“ დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ (Flashscore - 8,6 ყველაზე მაღალი შეფასება ორივე გუნდიდან) გიორგი მამარდაშვილის (Flashscore - 6,7 ) კარში გატანილი მეორე გოლის ავტორი იყო.

ხვიჩა კვარაცხელია Flashscore-ს ვერსიით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო

„პარი სენ-ჟერმენი“ - „ლივერპული“ 2:0(0:0)
გოლები: 11' დეზირე დუე 1:0, 65' ხვიჩა კვარაცხელია 2:0


„ბარსელონა“ სახლში მადრიდის „ატლეტიკოსთან“ დამარცხდა.

„ბარსელონა“ - „ატლეტიკო“ მადრიდი 0:2(0:1)
გოლები: 45' ხულიან ალვარესი 0:1, 70' ალექსანდერ სორლოტი 0:2
გაძევება: 44' პაუ კუბარსი („ბარსელონა, წითელი ბარათი)