უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალური შეხვედრები დასრულდა.

მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“, მადრიდის „რეალმა“ ვერაფერი გააწყო  ლონდონის „არსენალთან“ და მეორედაც დამარცხდა.
 
„რეალი“ - „არსენალი“ 1:1(0:0) პირველი მატჩი 0:3
გოლები: 65' ბუკაიო საკა 0:1, 67' ვინისიუსი 1:1, 90+2 გაბრიელ მარტინელი 1:2
მე-13 წუთზე ბუკაიო საკას დარტყმული თერთმეტმეტრიანი „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუამ მოიგერია


მილანში, „ჯუზეპე მეაცაზე“,  „ბაიერნმა“ 52-ე წუთზე დაწინაურება და ორი მატჩის ჯამში ანგარიშის გათანაბრება შეძლო, მაგრამ ცხრა წუთში ორი გოლი გაუშვა. 76-ე წოთზე ერიკ დაიერმა წონასწორობა აღადგინა, ამის შემდეგ კი ანგარიში აღარ შეცვლილა.

„ინტერი“ - „ბაიერნი“ 2:2(0:0) პირველი მატჩი 2:1
გოლები" 52' ჰარი კეინი 0:1, 58' ლაუტარო მარტინესი 1:1, 61' ბენჟამენ პავარი 2:1, 76' ერიკ დაიერი 2:2


ამრიგად, ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდებიან:
„არსენალი“ - „პარი სენ-ჟერმენი“ და „ბარსელონა“ - „ინტერი“