„პარკ დე პრენსზე“ უეფას ჩემპიონთა ლიგის საწყის ფაზაზე დაწინაურებულები, „პარ სენ-ჟერმენი“ და „ბაიერნი“ შეხვდნენ ერთმანეთს.

მატჩის პირველივე წუთებზე სტუმრებმა ანგარიში გახსნეს და შემდეგ, მთელი ტაიმის განმავლობაში, სახიფათო მომენტებს ისინი უფრო ხშირად ქმნიდნენ, ვიდრე მასპინძლები. 

32-ე წუთზე მასპინძელთა კაპიტნის ზედმეტი თავდაჯერებულობით პირველი გოლის ავტორმა, კოლუმბიელმა ლუის დიასმა ისარგებლა და დუბლი გაიფორმა.

ტაიმის მიწურულს მან აშრაფ ჰაკიმის წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის ჯერ ყვითელი, ვიდეო რეფერიზე მომენტის გადამოწმების შემდეგ კი ყვითელი ბარათი მიიღო და მაროკოელის და ასევე ტრავმირებული უსმან დემბელეს გარეშე დარჩენილმა „პარი სენ-ჟერმენმა“ მატჩის გადარჩენის შანსი მიიღო.

პარიზელებმა ერთი გოლი 74-ე წუთზე (ჟოაუ ნევეში) გაქვითეს, მეტი კი ვეღარ შეძლეს და დამარცხდნენ.

ხვიჩა კვარაცხელია (Flashscore - 7,0) მინდორზე პირველიდან ბოლო წუთამდე იყო.