ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა კრისტიანო რონალდოს არ მიბაძა. მან კოკა კოლას ბოთლები გვერდზე არ გადადგა. მარტინესმა ასე იხუმრა:
"წითელ ეშმაკებს კოკა-კოლა უყვართ", - თქვა მარტინესმა და შემდეგ კი პრესკონფერენცია დაასრულა და ოთახი დატოვა. კოკა კოლას ბოთლი პრესკონფერენციაზე გვერდზე პორტუგალიელმა კრისტიანო რონალდომ გადადგა, რის შემდეგაც კოკა კოლას აქციების ფასი 4 მილიარდი დოლარით დაეცა. მისი მაგალითი გაიმეორა იტალიელმა მანუელ ლოკატელიმაც. ამას გარდა ლუდ “ჰაინიკენის” ბოთლი გადადგა ფრანგმა პოლ პოგამ. ფრანგის საქციელი მედიაში იმას დაუკავშირეს, რომ ის მუსლიმია და ალკოჰოლურ სასმელს არ სვამს, თუმცა მაგიდაზე უალკოჰოლო ლუდი იდგა. ყველა ფეხბურთელმა პრესკომფერენციაზე წყალი დაიდგა. ცნობისთვის, UEFA ფეხბურთელებს დირექტივას აძლევს, რომ არ გადადგან სპონსორის ბოთლები.