იტალიურმა მედიამ გუშინდელი მატჩის დროს მომხდარი ინციდენტი გაშიფრა, როდესაც კოპა იტალიის მეოთხედფინალში მილანური დერბი გაიმართა და "მილანი" და "ინტერი" ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მატჩის პირველი ტაიმის ბოლოს ერთმანეთს კლუბების ლიდერები რომელუ ლუკაკუ და ზლატან იბრაგიმოვიჩი დაუპირისპირდნენ.
ინციდენტი 45-ე წუთზე მოხდა და თავიდან ზლატან იბრაგიმოვიჩი არაფერ შუაში იყო - ბელგიელსა და ალესიო რომანიოლის შორის მოხდა შელაპარაკება. თუმცა, თანაგუნდელი ზლატანმა დაიცვა და დაპირისპირებაში ჩაერთო. ლუკაკუს ცინიკურად სტილში უღიმოდა. ამაზე რომელუს პასუხი იყო: "სახეში ნუ მიცინი!" სიტუაცია დაიძაბა და ზლატანმა მას ასე უპასუხა: "წადი და შენი დამპალი ვუდუს რიტუალები სხვაგან გააკეთე, პატარა ვირო!" მედიის ცნობით, ზლატანმა გამოიყენა ბოლოს სიტყვა Donkey (ვირი), ლუკაკუმ კი გაიგო - Monkey (მაიმუნი), რამაც სიტუაცია ძალიან დაძაბა. ლუკაკუს დამშვიდებას თანაგუნდელები ვერ ახერხებდნენ. მსაჯმა ორივე ფეხბურთელს ყვითელი ბარათი უჩვენა, თუმცა ვითარება არ მშვიდდებოდა. ლუკაკუმ ზლატანს უთხრა: "გინდა დედაჩემზე ვისაუბროთ? ამისთვის ტყვიას შუბლში დაგაჭედებ". ზლატანმა რომელუს ვითარების გარკვევა გასახდელში შესთავაზა. გასახდელში სიტყვიერი დაპირისპირება გაგრძელდა, თუმცა სერიოზულ დაპირისპირებამდე საქმე აღარ გაგრძელდა. მეორე ტაიმში მატჩის 58-ე წუთზე ზლატანმა უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რაც ავტომატურად წითელს ნიშნავს და მოედანი დატოვა. ამ დროს "მილანი" ზლატანისვე გატანაილი გოლით 1:0-ს იგებდა. მატჩის 71 წუთზე ნიკოლა ბარელას წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა, რომელიც გოლად დაპირისპირებაში მონაწილე რომელუ ლუკაკუმ აქცია. "ინტერის" უპირატესობა საგრძნობი იყო. მატჩის 90-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ერიქსენმა საჯარიმო დარტყმით "ინტერს" გამარჯვება მოუტანა და ნახევარფინალში გაიყვანა, სადაც "იუვენტუსსა" და "სპალს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.