მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფური ტურნირის მეექვსე ტურის მატჩში საქართველომ ესპანეთი ოვერტაიმში დაამარცხა. გუნდის კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ 37 ქულა მოაგროვა და საქართველოს ნაკრების რეკორდი დაამყარა
"ეს არის ჩვენი ხასიათი, ჩვენში დევს. მიუხედავად იმის რომ 22 ქულას ვაგებდით, არასდროს დაგვიკარგავს რწმენა ჩვენს თავში, ბოლომდე ვიბრძოლეთ და ამან შედეგი გამოიღო. ბოლოს ასე დაგვირგვინდა, მადლობა უფალს რომ მოვიგეთ თამაში.
წაგება ხდება სპორტში, მაგრამ, შენს ხასიათს ის ახასიათებს თუ როგორი ჟინით გამოხვალ. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის ჩვენი გულშემატკივრების წინაშე თამაშს.
მინდა მადლობა გადავუხადო მათ ჩემი სახელით, ჩემი გუნდის სახელით. მიხარია, რომ ასე გავახარეთ ჩვენი გულშემატკივარი.
არასდროს არ ვარ მოყვარული პერსონალური რეკორდების, მარტო არაფერი გამიკეთებია. თუ კი რამე გავაკეთე ჩემი თანაგუნდელების დახმარებით, მწვრთნელების დახმარებით. ეს რეკორდი ყველას ეძღვნება." - განაცხადა თორნიკე შენგელიამ.









