დასრულდა კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ტურნირის შეხვედრები A და B ჯგუფებში.

A ჯგუფში მეექვსე ტურში უკრაინამ დანიას სძლია, საქართველომ კი ესპანეთს და ფინალურ ეტაპზე გუნდები ასეთი შედეგებით გავიდნენ:

B ჯგუფში საბერძნეთმა სახლში მოულოდნელი მარცხი იწვნია პორტუგალიასთან და ეს უკანასკნელი პირველად ისტორიაში პლეი-ოფის მეორე რაუნდში გავიდა.  მონტენეგრომ სახლში რუმინეთი დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

ამ ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე გუნდები ასეთი შედეგებით გავიდნენ:


ფინალურ ეტაპზე A ჯგუფის გუნდები B ჯგუფის გუნდებთან ორ-ორ მატჩს გამართავენ და საბოლოოდ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს სამი საუკეთესო ნაკრები დაეუფლება.

ფინალურ ეტაპზე გუნდებს საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ ეტაპზე მოპოვებული ქულები გადაჰყვება და როგორც ვხედავთ, ყველაზე უკეთესი მდგომარეობა ამ მომენტისთვის ესპანეთს აქვს, ყველაზე ცუდი კი საქართველოს. თუმცა, არც ისაა უშანსოდ.

ფინალური ეტაპის შეხვედრების განრიგი ასეთია: 

28.08.26 ესპანეთი - პორტუგალია
28.08.26 უკრაინა - საბერძნეთი 
28.08.26 საქართველო - მონტენეგრო

31.08.26 საბერძნეთი - ესპანეთი
31.08.26 მონტენეგრო - უკრაინა 
31.08.26 პორტუგალია - საქართველო

26.11.26 მონტენეგრო - ესპანეთი
26.11,26 პორტუგალია - უკრაინა
26.11,26 საბერძნეთი - საქართველო

29.1.26 ესპანეთი - საბერძნეთი
29.11.26 უკრაინა - მონტენეგრო
29.11.26 საქართველო - პორტუგალია

26.02.27 პორტუგალია - ესპანეთი
26.02.27 საბერძნეთი - უკრაინა
26.02.27 მონტენეგრო - საქართველო

01.03.27 ესპანეთი - მონტენეგრო
01.03.27 უკრაინა - პორტუგალია
01.03.27 საქართველო - საბერძნეთი