თბილისმა სამბოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. 

ჩემპიონატზე იასპარეზა თელაველმა სპორტსმენმა, ვახტანგ ჩიდრაშვილმა, რომელმაც 58 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 


ჯამში, ეროვნულმა ნაკრებმა  კონტინენტის პირველობა 13 მოპოვებული მედლით დაასრულა.  საქართველოს ანგარიშზე 1 ოქრო, 5 ვერცხლი და 7 ბრინჯაოს მედალია. 

ევროპის ჩემპიონატზე 34 ქვეყნის 300-ამდე სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველომ სამბოს ევროპის ჩემპიონატს მეორედ  უმასპინძლა, პირველად კონტინენტის პირველობა თბილისში 2008 წელს გაიმართა.

ცნობისათვის, თელაველი ვახტანგ ჩიდრაშვილი მსოფლიოს 6-გზის ევროპის 5-გზის ჩემპიონია.