ტედი რინერი, თითქმის ათწლიანი დაუმარცხებელი სერიის შემდეგ, მშობლიური პარიზის ტატამზე დამარცხდა
ლეგენდარულ ტედი რინერს უკანასკნელი მარცხი 2010 წლის 13 სექტემბერს ჰქონდა განცდილი იაპონიაში, სადაც მან მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ, აბსოლუტურ წონაში მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლაში იაპონელ დაიკი კამიკავასთან დათმო შეხვედრა.
 
ორწლიანი შესვენების შემდეგ ტატამზე დაბრუნებულმა ტედი რინერმა შარშან მონრეალის გრან პრიზე და ბრაზილიის გრან სლემზე განაგრძო წაუგებელი სერია, წელს კი, მშობლიური პარიზის ტატამზე, ორი შეხვედრა მოიგო და ზედიზედ წაუგებლად ჩატარებულ შეხვედრათა რაოდენობა 154-ზე აიყვანა, 155-ე შეხვედრაში კი ოქროს დროში დამარცხდა ვაზარით. მისი მძლეველი ამჯერადაც იაპონელი იყო - კოკორო კაგეურა. მოამზადა რაულ კაპანაძემ