საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში უმასპინძლა მირანდა კაპანაძეს, პირველ ქართველ ქალ მოჭიდავეს (57 კგ), რომელმაც 17-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

ქუთაისის თეატრი ქართველ ევროპის ჩემპიონს, რომელიც ჭიათურიდანაა, თავისი ბოლო დროის ყველაზე წარმატებული სპექტაკლით - „ჰელვერის ღამით“ დახვდა, სპექტაკლის რეჟისორია თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი თავაძე. „ჰელვერის ღამით“ თეატრალური სეზონი დაიხურა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აქამდე საქართველოს ქალ მოჭიდავეთა არც ეროვნულ და არც რომელიმე ასაკობრივ ნაკრებს ამ რანგის შეჯიბრებაში ჩემპიონი არ ჰყოლია და ასეთ წარმატებას მირანდა კაპანაძემ მიაღწია. საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა უდიდესი გამარჯვება მიულოცა მირანდა კაპანაძეს და მომავალში მეტი გამარჯვებაუსურვა. თეა წულუკიანმა მას მხარდაჭერა აღუთქვა და განაცხადა, რომ სამინისტრო ყველაფერს გაკეთებს ნიჭიერი სპორტსმენის ხელშეწყობისთვის.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები, რომლებმაცევროპის ჩემპიონს წარმატება მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.სპექტაკლი „ჰელვერის ღამე“, რომელმაც დიდი წარმატება მოიპოვა, ფსიქოლოგიური დრამაა და მოგვითხრობს ორი ადამიანის, კარლასა და ჰელვერის, რთული ცხოვრებისა და ურთიერთობის შესახებ. კარლა და ჰელვერი დედა-შვილის, ქალისა და კაცის, მკურნალისა და პაციენტის არქეტიპებად არიან განზოგადებული.

ჰელვერი მარადიული შვილია, თუმცა ოცდაათი წლისაა, კარლა კი „ცოტათი უფროსია“. კარლასა და ჰელვერის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული.სპექტაკლში მონაწილეობენ ცნობილი მსახიობები რამაზ იოსელიანი და ევა ხუტუნაშვილი. კოსტიუმებისა და სცენოგრაფიის ავტორია ვერა ყიფიანი.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.