ჭიდაობაში კიივის საერთაშორისო ტურნირზე ნუგზარ წურწუმიამ, ლერი აბულაძემ და აივენგო რიკაძემ ოქროს მედლები მოიპოვეს

1614463069
უკრაინის დედაქალაქ კიივში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 5-5 წონით კატეგორიაში დასრულდა შეჯიბრება
კლასიკური სტილით მოჭიდავეთა შორის ქართველი მოჭიდავეები ხუთივე ფინალურ შეხვედრის ფიგურანტები იყვნენ
ფინალური შეხვედრები მოიგეს და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ:
55კგ წონაში ნუგზარ წურწუმია
ფინალურ შეხვედრა ირანელი საჯად ჯავიდ აბასპურარაგანი 3:3 დასრულდა და წურწუმიას გამარჯვება ბოლო ქულის წესით მიენიჭა.
63 კგ ლერი აბულაძე
აბულაძემ ფინალში თურქი კერემ კამელ 4:3 დაამარცხა
82კგ აივენგო რიკაძე
რიკაძემ ფინალური შეხვედრა სომეხ კარაპეტ ჩალიანს მოუგო - 5:3
ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ შმაგი ბოლქვაძე (72 კგ). მან ფინალური შეხვედრა სომეხ მალხაზ ამოიანი 1:9 წააგო, და გიორგი მელია (97 კგ), რომელმაც ფინალში ყირგიზ ძჟუძუპბეკოვთან ჭიდაობას ტრავმის გამო აარიდა თავი.
ბრინჯაოს მედალი მიპოვა 55 კგ წონით კატეგორიაში რამაზ სილაგავამ, რომელმაც ყირგიზ ნურმუხმეტ აბდულაევს მოუგო - 5:2
თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიდან მედალს მხოლოდ გიორგი სულავა შეწვდა. მან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში სომეხი არმან ანდრეასიანი დაამარცხა 10:0
ხვალ თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დანარჩენ 5-5 წონით კატეგორიაში გამოავლენენ გამარჯვებულებს. ქართველი მოჭიდავებიდან ოქროს მედლებისთვის იჭიდავებენ:
ბერძნულ-რომაული სტილი
67 კგ წონით კატეგორიაში რამაზ ზოიძე და ჯონი ხეცურიანი
+130 კგ წონით კატეგორიაში რამაზ პატარიძე და იაკობ ქაჯაია
თავისუფალი სტილი
74 კგ ნიკა კენჭაძე
92 კგ ირაკლი მწითური
ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ:
ბერძნულ-რომაული სტილი
60 კგ დათო ჩხარტიშვილი
77კგ ბაკურ გოგოლი
87 კგ თორნიკე ძამაშვილი
+130 ლევან არაბული
თავისუფალი სტილი
61 კგ თორნიკე ქათამაძე
125 კგ გივი მაჭარაშვილი