თბილისის გრანდ სლემზე ასპარეზობის მეორე დღე დასრულდა.

ქალთა 63-70 და კაცთა 73-81 კგ წონით კატეგორიებში მოასპარეზე 16 ქართველი ძიუდოისტიდან (63კგ - მარიამ ნათელაური, მაია ბიძინაშვილი, ნინო წიკლაური და მარი მახარაშვილი; 70კგ - მარიამ ჭანტურია, ლიზი კვარცხავა, ნინო გულბანი და ქეთევან ბერიძე; 73კგ - გიორგი ჩიხელიძე, გიორგი ტერაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი და გიორგი ლოლაძე; 81კგ - თორნიკე მაზიაშვილი, თორნიკე გიგაური, თემურ ნოზაძე და ლაშა ნადირაძე) მედლისთვის დასკვნითი ორთაბრძოლის მონაწილეები გიორგი ტერაშვილი, გიორგი ლოლაძე, ზაურ დვალაშვილი და დიმიტრი გოჩილაიძე გახდნენ.

73 კგ წონაში გიორგი ლოლაძემ თურქი მუჰამედ დემირელი იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს მეორე ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

ამავე წონაში გიორგი ტერაშვილმა რეპეშაჟის ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ჰიდაიატ ჰეიდაროვთან იუკოთი წააგო.

81 კგ წონაში ზაურ დვალაშვილმა რეპეშაჟის ნახევარფინალში იუკოთი წააგო ბელგიელ მატიას კასესთთან. ამ უკანასკნელმა ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში დიმიტრი გოჩილაიძეს ვაზარით სძლია.