ტაშკენტის გრანდ სლემზე დღეს შეჯიბრების ბოლო დღეა
100კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანმა (N14) ბრაზილიელი ლეონარდო გონსალვესი (N43) და ყაზახი ნურლიხან შარხანი (N26) იპონებით დამარცხა და ნახევარფინალში იაპონელ კოტარო უოეკას (ურეიტინგო) შეხვდა.
ვარლამ ლიპარტელიანი ვაზარი ჩამორჩა, მაგრამ შემდეგ მეტოქის შებოჭვა შეძლო და ფინალში ოქროს მედლისთვის ავსტრიელ აარონ ფარასთან (N214) იჭიდავებს.
+100კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს გელა ზაალიშვილი (N19). მან პირველი შეხვედრა იბროხიჯონ ელმუროდოვს (ურეიტინგო) ვაზარ-იპონით მოუგო, შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონ კუბელ ენდი გრანდასთან (N4) დამარცხდა იპონით. რეპეშაჟში გელა ზაალიშვილმა ყაზახ გალიმჟან კრიკბაის (N64) შიდოებით მოუგო და ბრინჯაოს მედლისთვის ტაჯიკ ტემურ რახიმოვთან (N1) იჭიდავებს.
+78კგ წონაში სოფიო სომხიშვილმა (N21) პირველი შეხვედრა ტაივანელ ლინ ფან ჩანს (N140) მოუგო იპონით, მეორეში კი ყაზახი კამილა ბერლიკაში (N17) შიდოებით დაამარცხა. ნახევარფინალში სოფიო სომხიშვილი ჩინელ შიან სიუისთან (N10) ვაზარებით დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის თურქ ჰილიალ ოზთურქს (N20) შეხვდება.
90კგ წონით კატეგორიაში უშანგი მარგიანმა (N89) პირველივე შეხვედრა შიდოებით წააგო უზბეკ მამატხარახიმოვთან (N51).
+100კგ წონაში ონისე სანებლიძემ პირველი შეხვედრა შიდოებით წააგო იაპონელ კოტარო უეოკასთან.