სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, იგეგმება მთიან რეგიონებში სპორტული სკოლების აღორძინება.
"მინდა გითხრათ, რომ ქვეყანას ზამთრის სახეობების განვითარების ძალიან დიდი პერსპექტივა და რესურსი აქვს. კარგია, როდესაც ეკონომიკის სამინისტრო მსგავსი ინიციატივებით გამოდის. ეს, რა თქმა უნდა, როგორც ტურიზმის ასევე სპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს.
გვაქვს კონკრეტული გეგმა და სპორტის სკოლების აღორძინებას ვაპირებთ მთიან რეგიონებში. იმედია, ზამთრის სახეობებშიც წარმატებულად გამოვალთ. ნამდვილად არის პრობლემები და იმედია, სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც წარმოვადგენთ დაგვეხმარება ამ მიმართულების განვითარებაში", - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.




