ისტორიაში პირველად თბილისი პარაძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს.

ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე დაესწრო. მსოფლიოს პირველობაზე 44 ქვეყნის 312 პარაათლეტი მონაწილეობს, აქედან 16 ქართველი პარაძიუდოისტია.

პირველ საშეჯიბრო დღეს მსოფლიოს ჩემპიონობა საბა ბაღდავაძემ (-81 კგ) იზეიმა, ხოლო ბრინჯაოს მედალი გიორგი გამჯაშვილმა (-70) მოიპოვა.

გახსნის ცერემონიას საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ენდრიუ პარსონსი, უსინათლოთა საერთაშორისო ფედერაციის (IBSA-ს) პრეზიდენტი ილგარ რაჰიმოვი და საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რატი იონათამიშვილი ესწრებოდნენ.

პარაძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი 25-დან 27 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.