სომხეთის ნაკრების კაპიტანმა, ვარაზდატ ჰაროიანმა საქართველოსთან ერთა ლიგის პლეი ოფის მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„საქართველოს ნაკრებში ბევრ ფეხბურთელს ვიცნობ. არ მქონდა შანსი, რომ მათთვის მიმელოცა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და ახლა ვისარგებლებ შემთხვევით. ხვალ კარგ შეხვედრას ველი. ძლიერი მეტოქე გვყავს, მაგრამ, ცხადია, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ“, – განაცხადა ჰაროიანმა.

ერთა ლიგის პლეი ოფის პირველი მატჩი სომხეთსა და საქართველოს შორის ერევანში 20 მარტს, 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.