ექვსი ერის თასზე მეორე ტურის ორი შეხვედრა დასრულდა.
ენდინბურგში, „მარიფილდ სტადიუმზე“, შოტლანდიამ სენსაციური გამარჯვება მოიპოვა ინგლისზე, რომელსაც 2025 წლის 1 თებერვლის შემდეგ ზედიზედ 12 შეხვედრა ჰქონდა მოგებული. შოტლანდიამ კალკუტის თასი (მისი მფლობელი ყოველწლიურად გამოვლინდება ექვსი ერის თასზე ინგლისს და შოტლანდიას შორის შეხვედრაში), რომელიც შარშან, 2021 წლიდან პირველად დაკარგა ინგლისში 15:16 დამარცხების შემდეგ, ისევ დაიბრუნა.
შოტლანდია - ინგლისი 31:20(24:10)
დუბლინში, „ავივა სტედიუმზე“ იტალიამ შეხვედრის პირველი ნახევარი მოიგო, მაგრამ მასპინძლებმა მეორე ნახევრის დასაწყისშივე შეძლეს დაწინაურება.
ირლანდია - იტალია 20:13(7:10)
დღეს უელსი საფრანგეთს მიიღებს.




