ბელგრადში მიდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე დასრულდა ფინალური შეხვედრა 87 კგ წნით კატეგორიაში
87 კგ წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილმა დანიის სახელით მოასპარეზე ტურპან ბისულტანოვს პირველ პერიოდში თავისი საყვარელი 4 ქულიანი გდება შეუსრულა, მეორე პერიოდში მეტოქეს შეტევისას კონტრილეთით თავად აართვა 2 ქულა, საბოლოოდ 6:2 დაამარცხა იგი და ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. დღესვე, 72 კგ წონით კატეგორიაში სერბეთს მეორე ოქროს მედალი წარმოშობით ირანელმა ალი ფეიზალა არსალანმა მოუტანა. 57 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი აზერბაიჯანელი ელდანიზ აზიზლი გახდა, 77 კგ წონით კატეგორიაში კი ყირგიზი აკჟოლ მახმუდოვი