ლანსში, „სტად ბოლარ-დელელისზე“, საფრანგეთის სუპერთასის შეხვედრა დასრულდა.
მატჩი პირველივე წუთებიდან „პარი სენ_ჟერმენმა“ ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა და კვარაცხელიას წყალობით რამდენიმე შანსის მიიღო, მაგრამ მატჩის მიმდინარეობის ლოგიკის საწინააღმდეგოდ, „ლანსმა“ რომელსაც მომენტები არ ჰქონია, ანგარიში გახსნა და მიუხედავად იმისა, რომ მალე მინდორზე ათი ფეხბურთელით დარცა, ანგარიში ტაიმის ბოლომდე შეინარჩუნა.
შეხვედრის მეორე ნახევარი პარიზელთა უპირატესობით გაგრძელდა. მატჩის დასასრულამდე ათი წუთით ადრე ბურთის ფლობაში უპირატესობა 70/30-ზე იყო, კარში დარტყმების რაოდენობამ კი 18-ს მიაღწია, თუმცა, მასპინძლები დაცვაში კარგად თამაშობდნენ და მათი კარი კვლავ მშრალი იყო.
85-ე წუთზე პარიზელები გოლს გადაურჩნენ, 87-ე წუთზე კი ნუნუ მენდეშს ნერვებმა უმტყუნა, იუხეშა, მსაჯმა მოედნიდან გააძევა და „ლანსს“ მოგებიანი ანგარიში ბოლომდე შენარჩუნება აღარ გასჭირვებია.
ხვიჩა კვარაცხელია (flashscore - 6.7) 71-ე წუთზე სენი მაიულუმ შეცვალა.
„ლანსი“ - „პარი სენ-ჟერმენი" 1:0(1:0)
გოლი: 34' ფლორიან ტოვინი
გაზევება: 39' კილიან ანტონიო („ლანსი“ წითელი ბარათი), 87' ნუნუ მენდეში („პარი სენ-ჟერმენი“, წითელი ბარათი)
მოამზადა რაულ კაპანაძემ




