სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერიის დასკვნით მატჩში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ირლანდია 39:29 დაამარცხა.

უმცროსმა „ბორჯღალსნებმა“ მეტოქეს ხუთი ლელო დაუდეს. თავი ალექსანდრე გამყრელიძემ (2), საბა გიორგიძემ, გიორგი ბრძენიშვილმა და საბა მერებაშვილმა გამოიჩინეს, ლუკა ჭაკუამ კი ოთხი გარდასახვა და ორი საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა.

საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში სამი მატჩი ჩაატარა. ინგლისსა და მასპინძელთა A ნაკრებთან მარცხის შემდეგ ტურნირზე გამოსვლა მოგებით დაასრულა.