რაგბი ევროპაზე მე-5-მე-8 ადგილებისთვის ნახევარფინალში საქართველო დიდ ბრიტანეთთან 5:12 დამარცხდა.
ხორვატიის ქალაქ სპლიტში შვიდკაცა რაგბიში რაგბი ევროპის წლის მეორე ტურნირის დასკვნითი შეხვედრები დაიწყო.
საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე შეჯიბრების დროს B ჯგუფში სამივე შეხვედრა მოიგო, მერვედფინალში საფრანგეთთან წაგების შემდეგ მე-5-მე-8 ადგილებისთვის ნახევარფინალში დიდ ბრიტანეთთან წააგო.
საქართველო - დიდი ბრიტანეთი 5:12
გერმანია - პორტუგალია 14:26
მე-7-მე-8 ადგილისთვის მატჩში საქართველო პირველი ეტაპის გამარჯვებულს, გერმანიის 7-კაცა ნაკრებს შეხვდება.
ბოლო მატჩის შედეგის მიუხედავად, საქართველოს 7-კაცა ნაკრები ორი ეტაპის ჯამში მე-8 ადგილს დაიკავებს.




