წარუმატებლად ასპარეზობენ ევროპის გუნდურ პირველობაზე ქართველი მოჭადრაკეები.

დღეს, მეექვსე ტურში, ფავორიტად მიჩნეული საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე პირველ ადგილზე მყოფ საფრანგეთს 4 ქულით ჩამორჩა, მეორე ადგილზე მყოფ ბულგარეთს 3 ქულით, მესამე ადგილზე მყოფ გერმანიას და აზერბაიჯანს კი 2 ქულით. მასზე წინ არის აგრეთვე 8 ქულის მქონე საბერძნეთის, პოლონეთის და ინგლისის გუნდები

მოჭადრაკე კაცთა ნაკრებმა დღეს კოსოვოს გუნდს სძლია და მცირედით გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა.

ქალები
I ტური საქართველო - ისრაელი 3:1
II ტური საქართველო - ესპანეთი 1:3
III ტური საქართველო საბერძნეთი 2,5:1,5
IV ტური საქართველო - ნიდერლანდები 2:2
V ტური საქართველო - უნგრეთი 3:1
VI ტური საქართველო - საფრანგეთი 1,5:2,5

კაცები
I ტური საქართველო - ინგლისი 1,5:2,5
II ტური საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონია 3:1
III ტური საქართველო - უნგრეთი 2:2
IV ტური საქართველო - ჩეხეთი 1,5:2,5
V ტური საქართველო - ავსტრია 1,5:2,5
VI ტური საქართველო - კოსოვო 4:0