თბილისში, ოთარ ქორქიას და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლეში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში მონტენეგროს შეხვდა.  

შეხვედრის პირველი ნახევრის პირველ პერიოდში ქართველმა კალათბურთელებმა 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, პირველი ტაიმის მეორე მეორე პერიოდის მე-3 წუთის ბოლოს კი ქულათა სხვაობა 15-მდე გაზარდეს.

ამის შემდეგ ინიციატივა სტუმრებმა იგდეს ხელთ და პირველი ნახევრის დასრულებამდე 2 წუთით და 33 წამით ადრე ანგარიში 39:38 გახდა. ტაიმის ბოლომდე ქართველმა კალათბურთელებმა 9 ქულის აღება შეზლეს, სტუმრებმა მხოლოდ ოთხის და მეორე ნახევრის დაწყების წინ საქართველო 48:42 -ს იგებდა. 

მეორე ნახევრის პირველ პერიოდში მასპინძლებმა ქულათა სხვაობა 10-მდე გაზარდეს და დასკვნით მე-4 პერიოდის წინ ანგარიში 77:67 იყო.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში ქართველმა კალათბურთელებმა კიდევ უფრო გაზარდეს სხვაობა და საბოლოოდ 27-ქულიანი უპირატესობით გაიმარჯვეს.

მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანები იყვნენ:

თორნიკე შენგელია - 24 ქულა 
გოგა ბიწაძე - 23 ქულა
ალექსანდრე მამუკელაშვილი - 17 ქულა

საქართველო მონტენეგრო 101:74 (27:17, 21:25, 29:25, 24:7) 

ამრიგად, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის  დასკვნითი ფაზის პირველი ტურის შემდეგ საქართველოს 4 ქულა აქვს, იმდენივე, რამდენიც  მონტენეგროს და მათზე ორივეზე ერთი თამაშით ნაკლების მქონე უკრაინას და პორტუგალიას. ლიდერი ესპანეთია 5 ქულით (ექვსი თამაშიდან) სატურნირო ცხრილის ბოლოში კი ჯეჯერობი საბერძნეთია. მას ექვსი შეხვედრიდან 3 ქულა აქვს. 

განახლება 21:57 საათი
ეს წუთია დასრულდა შეხვედრა ლატვიაში, სადაც უკრაინამ საბერძნეთს უმასპინძლა. შეხვედრა უკრაინამ მოიგო.

უკრაინა - საბერძნეთი 82:76 (24:19, 16:18, 24:22, 18:17)

ბოლო განახლება 22:22 საათი


ორშაბათს, 31 აგვისტოს, საქართველო პორტუგალიაში ითამაშებს, დღეს კი ფინალური ეტაპის პირველი ტურის მატჩში ესპანეთი პორტუგალიას უმასპინძლებს.

მოამზადა რაულ კაპანაძემ