საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2026-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ტურნირის მეხუთე ტურის შეხვედრა გამართა.

ჯგუფური ტურნირის ბოლოსწინა ტურის შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელებმა კოსოვოში გაიმარჯვეს და ბოლო ტურის წინ მეორე ადგილი გაინაღდეს.

კოსოვო - საქართველო 1:3(0:1)
გოლები: 15'33" გიორგი ღავთაძე 0:1, 30'58" მერგიმ დერვიშაი 1:1, 31'21" ნიკა ხარატიშვილი 1:2, 37'16" არჩილ სებისკვერაძე 1:3

ამავე ჯგუფის მეხუთე ტურის მეორე შეხვედრაში საფრანგეთმა ბულგარეთი 8:0 დაამარცხა.



ბოლო ტურში საქართველო საფრანგეთს უმასპინძლებს და 4 ბურთის სხვაობით გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილზე გავლენ და სხვა ცხრა ჯგუფის გამარჯვებულთან ერთად მოიპოვებენ.  

ჯგუფის მეორე ადგილოსანი ყველა შემთხვევაში მოხვდება იმ რვა საუკეთესო მეოარეადგილოსნებს შორის, რომლებიც ერთმანეთში დაწყვილდებიან და ორრაუნდიან პლეი-ოფში ევროპის ჩემპიონატის დარჩენილ ოთხი საგზურს გაითამაშებენ.

ევროპის ჩემპიონატის ორი საგზური უეფამ მასპინძლებს, ლატვიელებს და ლიეტუველებს შესარჩევი ციკლის გაუვლელად არგუნა.