კაუნასში, „ჟალგირის არენაზე“, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ტურნირის ბოლო შეხვედრა გამართა.
ორი ტურის შემდეგ ერთი ქულით ბოლო ადგილზე მყოფ საქართველოს ნაკრებს პლეი-ოფში გასვლისთვის სამი ან მეტი ბურთის სხვაობით (4:1, 5:2..., 4:0, 5:1...) შეხვედრის მოგება და პარალელურად მიმდინარე ლატვია-ხორვატიის მატჩის ფრედ დამთავრება ესაჭიროებოდა.
ძლიერმა მეტოქემ საქართველოს ფუტსალის ნაკრების იმედს ცივი წყალი შეხვედრის პირველივე ნახევარში გადაასხა და 2:0 დაწინაურდა, მეორე ნახევარში ნიკოლოზ გაბრიჩიძის მიერ გატანილ ერთ გოლს კი შეხვედრის მიწურულს უპასუხა გოლით და მატჩი 3:1 მოიგო.
საფრანგეთი - საქართველო 3:1(2:0)
ხორვატიის და ლატვიის შეხვედრაში უპირატესობა ხორვატების მხარეს იყო.
ლატვია - ხორვატია 1:4(1:1)




