სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ძიუდოისტთა ნაკრები გუნდები ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ასპარეზობენ
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა გუნდმა, რომელიც სოფიო სომხიშვილის ტრავმის გამო 5 კაცის შემადგენლობით ასპარეზობს და ყოველ შეხვედრას 0:1-ით იწყებს, მეოთხედფინალში უნგრეთს 4;2 სძლია (ნინო გულბანი - მარცხი; ლუკა მაისურაძე - მოგება; გურამ თუშიშვილი - მოგება; ეთერ ლიპარტელიანი - მოგება; ლაშა შავდათუაშვილი - მოგება) და ნახევარფინალში საფრანგეთს შეხვდა.
პირველი სამი შეხვედრაში საქართველომ იძალა და 3:1 დაწინაურდა (ლუკა მაისურაძე - მოგება; ირაკლი დემეტრაშვილი მოგება; ეთერ ლიპარტელიანი - მოგება), მაგრამ შემდეგ საფრანგეთმა ორი შეხვედრა მოიგო (ლაშა შავდათუაშვილი მარცხი ბოლო წამზე, როცა იგი იუკოთი იგებდა და მსაჯმა მესამე შიდო მისცა; ნინო გულბანი - მარცხი) და ფინალისტის ბედი დამატებით შეხვედრაში გადაწყდა.
ბედად, ლოტოტრონმა სომხიშვილის წონაში შეხვედრა არ აჩვენა და ერთმანეთთან საჭიდაოდ ლაშა შავდათუაშვილს და მაქსიმ გობერს „უხმო“. დაძაბული შეხვედრის ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ოქროს დროში კი შავდათუაშვილმა შეძლო ილეთის შესრულება და საქართველოს მოგება მოუტანა.
ფინალში საქართველო რუსეთის ნაკრებს შეხვდება. მან მეოთხედფინალში ავსტრიას, ნახევარფინალში კი თურქეთს ერთნაირი ანგარიშით, 4:0 სძლია.
შეგახსენებთ, რომ ქალთა და კაცთა გაერთიანებული გუნდებით ევროპის ჩემპიონატი 2018 წლიდა ტარდება და საქართველო სამჯერ იყო გამარჯვებული.
2018 (კატერნბურგი) - გერმანია
2019 (მინსკი, მეორე ევროპული თამაშები) - რუსეთი
2021 (უფა) - საქართველო
2022 (მიულუზი) - საფრანგეთი
2023 (კრაკოვი) - საქართველო
2024 (ზაგრები) - საფრანგეთი)
2025 (პოდგორიცა) - საქართველო
მოამზადა რაულ კაპანაძემ




