დასრულდა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მე-5 ტურის შეხვედრები A ჯგუფში

მორიგო უღიმღამოდ ჩატარებული შეხვედრის 90+1 წუთზე საქართველოს ნაკრებმა შეძლო ნორვეგიელთა კარში გოლის გატანა და მშრალი ანგარიშით მარცხისგან თავის დაღწევა.

ნორვეგია - საქართველო 2:1(2:0)
გოლები: 25' ერლინ ჰოლანი 1:0, 33' მარტინ ოტეგაარდი 2:0, 90+1 ბუდუ ზივზივაძე 2:1

ამავე ჯგუფში გამართულ მეორე შეხვედრაში ესპანეთმა კვიპროსს 6:0 სძლია.

ესპანეთი - კვიპროსი 6:0(2:0)
გოლები: 18' გავი 1:0, 33' მიკელ მერინი 2:0, 70' ხოსელუ 3:0, 73' ფერან ტორესი 4:0, 77' ალექს ბაენა 5:0, 83' ფერან ტორესი 6:0