მსოფლიო რაგბის ერთა თასზე მეექვსე ტურის შეხვედრები დასრულდა.

მსოფლიო რაგბის ევროპა-აზია-აფრიკის ერთა თასის ვადამდე გამარჯვებული საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მეექვსე ტურში მსოფლიო რაგბის ამერიკა-წყნარი ოკეანიის ერთა თასის ასევე ვადამდე გამარჯვებულ აშშ-ის მორაგბეთა ნაკრებს თბილისში, „მიხეილ მესხზე“ მასპინძლობდა.

„ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე 38:10 დაამარცხეს და ტურნირი უდანაკარგოდ დაასრულეს.

საქართველო — აშშ 38:10(14:3)
20' კრისტოფერ ჰილსენბეკი, საჯარიმო 0:3  
27' ლუკა ივანიშვილი, ლელო 5:3
28' ლუკა მატკავა, გარდასახვა 7:3
37' გიორგი შველიძე, ლელო 12:3
38' ლუკა მატკავა, გარდასახვა 14:3
47' ლუკა ივანიშვილი, ლელო 19:3
55' აკაკი ტაბუცაძე, ლელო 24:3
56' ლუკა მატკავა, გარდასახვა 26:3
61' დაჩი პაპუნაშვილი, ლელო 31:3
62' ლუკა მატკავა, გარდასახვა 33:3
65' აკაკი ტაბუცაძე 38:3,
66' პედი რაიანი 38:8
67' კრისტოფერ ჰილსენბეკი, გარდასახვა 38:10


სამოამ ესპანეთში მასპინძლებს 13 ლელო გაუტანა.

ესპანეთი - სამოა 22:90(8:29)


კანადამ რუმინეთს ისტორიაში პირველად მოუგო სტუმრად.

რუმინეთი — კანადა 26:27912:10)

ზიმბაბვე ერთადერთია, რომელმაც ექვსი შეხვედრიდან  ექვსივე წააგო. ამჯერად მას ჩილემ სძლია.

ზიმბაბვე — ჩილე 29:34(3:34)

ტონგამ ჰონკონგში დამაჯერებლად გაიმარჯვა.

ჰონკონგი — ტონგა 19:55(0:33)

პორტუგალიის და ურუგვაის გუნდების შეხვედრა ლისაბონში მოედნის დატბორვის გამო ჯერ გადაიდო, შემდეგ კი, მოსალოდნელი არასახარბიელო ამინდის და გუნდების ურთიერთშეთანხმებით, საერთოდ გაუქმდა და გუნდებს სატურნირო ცხრილში ორ-ორი ქულა დაერიცხათ.

პორტუგალია — ურუგვაი 0:0
 



ერთა ჩემპიონატის პლეი-ოფში იტალიის ფიჯისთან და იაპონიის უელსთან მარცხის შემთხვევაში საქართველო რეიტინგში ორივე დამარცხებულზე წინ გადაინაცვლებს.

მოამზადა რაულ კაპანაძემ