ბაჰრეინში სტარტი აიღო 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატმა ფორმულა 1-ში.
სეზონის პირველი ბრძოლა ბოლო სამი წლის მსოფლიო ჩემპიონის, ნიდერლანდელი მაქს ვერსტაპენის („რედ ბული") დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. წინა დღით პოულის მომგები ნიდერლანდელი მრბოლელი პირველიდან 57-ე წრის ჩათვლით ლიდერობდა და საბოლოოდ მან უახლოეს მეტოქეს, თანაგუნდელ სერხიო პერესს 24,447 წამით აჯობა.
მაქს ვერსტაპენმა კარიერაში 55-ე რბოლა მოიგო.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ჩემპიონატზე ვერსტაპენმა 22-იდან 19 რბოლა მოიგო, პერესმა ორი, ხოლო პირველი-მეორე ადგილი მათ ექვჯერ დაიკავეს
მესამე ადგილი „ფერარი" გუნდის წევრმა, შარშან ვერსტაპენის და პერესის გარდა პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ასულმა ერთადერთმა მრბოლელმა, ესპანელმა კარლოს საინსმა დაიკავა. იგი ვერსტაპენს 25,110 წამით ჩამორჩა.
1, მაქს ვერსტაპენი („რედ ბული") - 26 ქულა
2. სერხიო პერესი („რედ ბული") - 18 ქულა
3. კარლოს საინსი („ფერარი") - 15 ქულა
4. შარლ ლეკლერი („ფერარი") - 12 ქულა
5. ჯორჯ რასელი („მერსედესი") - 10 ქულა
6. ლანდო ნორისი („მაკლარენი") - 8 ქულა
7. ლუის ჰამილტონი („მერსედესი') - 6 ქულა
8. ოსკარ პიასტრი („მაკლარენი") - 4 ქულა
9. ფერნანდო ალონსო („ასტონ მარტინი") - 2 ქულა
10. ლენს სტროლი („ასტონ მარტინი") - 1 ქულა




