ისტ-რატეფორდში, „მეტლაიფზე“, მსოფლიო ჩემპიონატის რიგით მეექვსე მეთექვსმეტედფინალური შეხვედრა დასრულდა.

საფრანგეთის და შვედეთის გუნდების შეხვედრა ფრანგი ფეხბურთელების აშკარა უპირატესობით წარიმართა და  დიდი ანგარიშით მოგებით დასრულდა.

კილიან მბაპემ შვედების კარი ორჯერ აიღო და მას მიმდინარე ჩემპიონატში ექვსი გატანილი გოლი დაუგროვდა. ამდენივე გოლი აქვს გატანილი არგენტინელ ლიონელ მესის

სულ, მსოფლიო ჩემპიონატებზე, მესის გატანილი აქვს 19 გოლი, მბაპეს კი 18 გოლი.  

მერვედფინალში საფრანგეთი პარაგვაის შეხვდება.

საფრანგეთი - შვედეთი 3:0(1:0)
გოლები: 45' კილიან მბაპე 1:0, 53' ბრედლი ბარკოლა 2:0, 74' კილიან მბაპე 3:0

შეგახსენებთ სხვა მეთექვსმეტედფინალური მატჩების შედეგებს:

კანადა - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 1:0(0:0)
ბრაზილია - იაპონია 2:1(0:1)
პარაგვაი - გერმანია დ.დ.1:1(1:1,1:0) პენალტები 4:3
მაროკო - ნიდერლანდები დ.დ.1:1(1:1, 0:0) პენალტები 3:2  
ნორვეგია -კოტ დ'ივუარი 2:1(1:0)