სამარყანდში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე მეშვიდე ტურის შეხვედრები დასრულდა.
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეშვიდე ტურში პოლონეთის ნაკრებს 2,5:1,5 სძლია (ნანა ძაგნიძე - წაგება, ნინო ბაციაშვილი - მოგება, ლელა ჯავახიშვილი - მოგება, მერი არაბიძე - ყაიმი).
საქართველოს კაცთა ნაკრებმა ბანგლადეშის ნაკრებს სძლია (მიხეილ მჭედლიშვილი - მოგება, ნიკოლოზ კაჭარავა - მოგება, ბაადურ ჯობავა - ყაიმი, ლუკა პაიჭაძემ - მოგება).
შვიდი ტურის შემდეგ ქალებს თორმეტი, კაცებს კი ათი ქულა აქვთ.
ქალებში 13-13 ქულით ჩინეთი და ყაზახეთი ლიდერობენ, კაცთა შორის კი 14 ქულით უზბეკეთი ერთპიროვნული ლიდერია
მოამზადა რაულ კაპანაძემ




