დღეს, ოფიციალურად გაიხსნა საბავშვო სპორტული კლუბი Kids Arena. ახალი, თანამედროვე ევროპული სპორტული გამაჯანსაღებელი კლუბი, რომელიც მოიცავს სარეკრეაციო ტანვარჯიშს. პროექტის მიზანი და ამოცანაა შეიქმნას საქართველოში უსაფრთხო და საინტერესო ფიზიკური განვითარების და გართობის კლუბი სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის, რაც ყველა ასპექტში განვითარებული პიროვნების ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი საფუძველი გახდება.
კლუბის გახსნას დაესწრო საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი.
კლუბის სახე გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო რეკორდის მფლობელი და საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი - ძალოსნობის ვარსკვლავი ლაშა ტალახაძე.
ლაშა ტალახაძე: "მინდა, წარმატება ვუსურვო ამ საინტერესო პროექტის წამომწყებებს. ბავშვები უნდა ვითარდებოდნენ და ბედნიერი ვიქნები, თუ ამ საქმეში ჩემს წვლილსაც შევიტან."