მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის საკვალიფიკაციო G, K და H ჯგუფებში მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა
ფინეთში შეხვედრა 72-ე წუთზე მას შემდეგ შეწყდა, რაც ტრიბუნაზე მყოფმა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა გონი დაკარგა. სამედიცინო პერსონალი დაუყოვნებლივ შეუდგა დახმარების აღმოჩენას, მსაჯმა კი შეხვედრა შეაჩერა. ათი წუთის შემდეგ მან გუნდებს გასახდელისკენ მიუთითა.
კიდევ მცირე ხნის შემდეგ ექიმებმა წარმატებით შეძლეს გულშემატკივრისთვის დახმარების აღმოჩენა და უეფამ შეხვედრის გაგრძელების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.
პოლონეთმა, რომლის რიგებიც რობერტ ლევანდოვსკიმ მწვრთნელით უკმაყოფილობის გამო რამდენიმე დღის წინ დატოვა, თამაშის გადარჩენა ვერ შეძლო
ფინეთი - პოლონეთი 2:1(1:0)
გოლები: 31' იოელ პოჰიანპალო, თერთმეტმეტრიანიდან 1:0, 64' ბენჟამინ კალმანი 2:0, 69' იაკუბ კივიორი 2:1
ნიდერლანდები - მალტა 8:0(3:0)
გოლები: 9' და 16' მემფის დეპაი 1:0 და 2:0, 20' ვირჯილ ვან დაიკი 3:0, 61' ხავი სიმონსი 4:0, 74' დონიელ მალენი 5:0, 78' ნოა ლანგი 6:0, 80' დონიელ მალენი 7:0, 90+2' მიკი ვან დე ვენი 8:0
ლატვია - ალბანეთი 1:1(1:1)
გოლები: 29' ანტონის ჩენომორდისი, საკუთარ კარში 0:1, 45+4' ანტონის ჩენომორდისი 1:1
21-ე წუთზე იანის იკაუნიეკსის დარტყმული თერთმეტმეტრიანი ტომას სტრაკოშამ მოიგერია
სერბეთი - ანდორა 3:0(2:0)
გოლები: 12' და 24 თამაშიდან და 53' თერთმეტმეტრიანიდან ალექსანდარ მიტროვიჩი 1:0, 2:0, 3:0
რუმინეთი - კვიპროსი 2:0(2:0)
გოლები: 43' ფლორინ ტანასე 1:0, 45+2' დენის მანი 2:0
სან-მარინო - ავსტრია 0:4(0:4)
გოლები: 3' მარკო არნაუტოვიჩი 0:1, 11' მიხაელ გრეგორიჩი 0:2, 15' მარკო არნაუტოვიჩი 0:3, 27' კრისტოფ ბაუმგარტნერი 0:4
86-ე წუთზე მარკო არნაუტოვიჩის დარტყმული თერთმეტმეტრიანი ნახტომში მყოფი მეკარე ედუარდო კოლომბოს ხელიდან მოხვდა ზედა ძელს და თამაშში დაბრუნდა და მცველმა კუთხურზე მოიგერია
მასალა განახლდა 01:33 საათზე