ამის შესახებ იტალიური საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან. 

Ansa-ს ინფორმაციით, გადაწყვეტილება ახლახან გამოცხადდა. ფედერალური პროკურორები 11 ქულით დაჯარიმებას ითხოვდნენ.

„იუვენტუსი" სატურნირო ცხრილში მეორიდან მეშვიდე ადგილზე დაეშვა.

სააპელაციო ფედერალურმა სასამართლომ, როგორც Ansa წერს, გაამართლა იუვენტუსის შვიდი აღმასრულებელი. ესენი არიან პაველ ნედვედი, პაოლო გარიმბერტი, ასია გრაზიოლი ვენიერი, კეიტლინ მერი ჰიუზი, დანიელა მარილუნგო, ფრანჩესკო რონკალო და ენრიკო ველანო. ფედერალურმა პროკურორი  ჯუზეპე სინე მათ რვათვიანი აკრძალვას ითხოვდა.