ბაქოში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებელი ბოლოსწინა ტურნირი დასრულდა

საქართველოს სახელით მოასპარეზე ექვსი მოჭიდავიდან ნახევარფინალში გასვლა და ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებელ ბოლო შეხვედრაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ 97 კგ წუნით კატეგორიაში მოჭიდავე რობეტ კობლიაშვილს ჰქონდა.

გადამწყვეტ შეხვედრაში რობერტ კობლიაშვილმა გერმანელ ლუკას ლაზოგიანისთან 2:1 გაიმარჯვა და საქართველოს ოლიმპიური თამაშების პირველი ლიცენზია მოუტანა. 

ამავე წონაში მეორე ლიცენზიისთვის შეხვედრაში  მიხეილ ქაჯაია (სერბეთი) და მინდაუგას ვენკაიტისთან (ლიეტუვა) დამარცხდა.

სხვა წონით კატეგორიებში ლიცენზიები მფლობელები გახდნენ:

60კგ - მოლდოვა (ვიქტორ ჩობანუ) და თურქეთი (ენეს ბაშარი)

67კგ - საფრანგეთი (მამადასა სილვა) და უკრაინა (ფარვიზ ნასიბოვი)

77კგ - თურქეთი (ბურჰან აკბუდაკი) და ფინეთი (ჯონი კურნარი სარკინენი)

87კგ - სერბეთი (ალექსანდრ კომაროვი) და ნეიტრალური სტატუსიით ასპარეზობის უფლების მქონე რუსეთი  (მილად ალირზაევი)  

130კგ - გერმანია (იელო კრამერი) და ნეიტრალური სტატუსიით ასპარეზობის უფლების მქონე რუსეთი (სერგეი სემიონოვი). ამ წონაში აზერბაიჯანელი ბექა კანდელაკი გადამწყვეტ  შეხვედრაში დამაცხდა სერგეი სემიონოვთან.

60-67-77-87 და 130 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებლად ქართველ მოჭიდავეები ბოლო, მსოფლიო შესარჩევი ტურნირზე შეეცდებიან. მასში მონაწილეობას ყველა იმ ქვეყნის მოჭიდავეები მიიღებენ, რომლებსაც ლიცენზია არ ექნებათ მოპოვებული. პარიზის ლიცენზიას ფინალში გასულები მიიღებენ. ნახევარფინალში დამარცხებულები კი ერთმანეთში მესამე ლიცენზიისთვის იჭიდავებენ.