სასტუმრო რადისონში 1 სექტემბერს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის რევაზ არველაძის საპრეზიდენტო პროგრამის პრეზენტაცია შედგა. შეხვედრას ფეხბურთში მოღვაწე ადამიანები და ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. პრეზენტაციას ასევე ესწრებოდა რეზი არველაძის ძმა, "ტრაბზონსპორის" მთავარი მწვრთნელი, შოთი არველაძე.

პრეზენტაციის შემდეგ რეზი არველაძემ ჟურნალისტებთან მის ხედვებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ოცნებაა, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს.

"ჩემი ოცნებაა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 2020 წელს მოხვდეს ევროპის ჩემპიონატზე. ამისათვის კი არაფერს დავიშურებ", - განაცხადა რეზი არველაძემ.

ალეკო შარვაძის ფოტოები.