დღეს, ჰაიდელბერგში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პარა ძიუდოში რევაზ ჩიკოიძემ (J2 +95 კგ) ყველა მეტოქე დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს კარიერაში მეოთხედ დაეუფლა. ჰაიდელბერგში საქართველოს ნაკრებისთვის ეს უკვე მესამე ოქროს მედალია
ზვიად გოგოჭური ევროპის ვიცე-ჩემპიონია. ინა ქალდანი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია.
ინამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს პარა ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე მეშვიდე მედალი მოუტანა.ამით ინდივიდუალურ თანრიგში ასპარეზობა დასრულებულია, ხვალ კი პირველობა გუნდურში გაიმართება, სადაც ჩვენი ნაკრები ტიტულის დაცვას შეეცდება.ჰაიდელბერგის ევროპის ჩემპიონატზე პარა ძიუდოში საქართველოს ნაკრების მონაგარი ასეთია:
საბა ბაღდავაძე (J1 -81კგ):
ლევან გუგავა (J2 -81კგ);
რევაზ ჩიკოიძე (J2 +95კგ);
გიორგი გამჯაშვილი (J2 -70კგ);
ზვიად გოგოჭური (J2 +95კგ);
ზურაბ ზურაბიანი (J2 - 70კგ);
ინა ქალდანი (J2 +70კგ).
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები პარა ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება. გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა პარა ძიუდოში.
საქართველოს ეროვნული ნაკრები 13 პარა ათლეტით იქნება წარმოდგენილი:
J1 კატეგორია (უსინათლოთა შორის):
გიორგი გამჯაშვილი -70 კგ.
გოგიტა ტერუნაშვილი -70 კგ.
საბა ბაღდავაძე -81 კგ.
მიშიკო შიობრიშვილი -81 კგ.
გიორგი ბერიძე -95 კგ.
რამინი ყიფშიძე +95 კგ.
J2 კატეგორია (მცირემხედველთა შორის):
ზურაბ ზურაბიანი -70 კგ.
ლევანი გუგავა -81 კგ.
ბაჩუკი შელია -81 კგ
ზვიად გოგოჭური +95 კგ.
რევაზ ჩიკოიძე +95 კგ.
ქეთი გილიგაშვილი -60 კგ.
ინა ქალდანი +70 კგ.
ტრამვის გამო ნაკრებს მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ჩემპიონი გიორგი ქალდანი დააკლდება, რომელიც გუნდს სექტემბერში, მსოფლიო ჩემპიონატისთვის შეუერთდება. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი (25-27 სექტემბერი) პირველად ისტორიაში საქართველოში გაიმართება.
14 და 15 აგვისტოს ასპარეზობა ინდივიდუალურ, ხოლო 16 აგვისტოს გუნდურ თანრიგში გაიმართება, სადაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ტიტულის დაცვა მოუწევს.








