პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამარჯვებას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„თქვენს ძლიერ მუხლს და მარჯვენას გაუმარჯოს, ბიჭებო! პირველად ისტორიაში - საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიო ჩემპიონია!

ბრაზილიის და ყაზახეთის უძლიერესი ნაკრებების მერე ნახევაფრინალში მონღოლეთს 4:0, ფინალში კი ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე რუსეთის გუნდს 4:2 მოვუგეთ! სიმბოლურია, რომ 27 სექტემბერს ფინალში გადამწყვეტ ბრძოლაში სოხუმელმა გიორგი ქალდანმა მეტოქეს 15 წამში მოუგო!

ვთქვით ფინალის წინ და გავაკეთეთ - სოხუმისათვის! საქართველოსთვის!“, - წერს რატი იონათამიშვილი.

საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონია.