BBC News-ის ინფორმაციით, „ლიდსი იუნაიტედის“ ხელმძღვანელობის ერთ-ერთი წევრი, ენრიუ ემბერსი აცხადებს, რომ კლუბის ჰოლივუდის ვარსკვლავ რასელ ქროუზე მიყიდვას არ აპირებენ.

„კლუბი არ იყიდება! ჩელინოს ოჯახს არ სურს „ლიდსის“ გაყიდვა. მიუხედავად პრესაში გავრცელებული ინფორმაციისა, კლუბს არავითარი შეთავაზება არ მიუღია მსახიობისგან“ - განაცხადა ემბერსმა.

სულ ცოტა ხნის წინ, „ლიდსის“ ერთ-ერთმა გულშემატკივარმა, ტვიტერის საშუალებით, რასელ ქროუს კლუბის შესყიდვა სთხოვა. რის შემდეგაც მსახიობმა 1,6 მილიონზე მეტ „მიმდევარს“ კითხვით მიმართა, მიაჩნიათ თუ არა ეს კარგ იდეად. იდეას მხარი ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა „ლიდსის“ ფანკლუბმა(Leeds Fans LLP) დაუჭირა.

თავად ქროუ კლუბის დიდი გულშემატკივარი გახლავთ.