ბუდაპეშტში, "პუშკაშ არენაზე" უეფას ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები უნგრეთთან 1:0 დამარცხდა. საქართველოს ნაკრები ერთი ქულით სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.
ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
რამაზ სვანაძე: საერთო ჯამში, ერთი რაც მინდა აღვნიშნო, ინტენსიური პრესინგი მოწინააღმდეგის მხრიდან, რასთან გამკლავებაც დასაწყისში ძალიან გაგვიჭირდა. წინასწარი გათვლის თვალსაზრისით პრობლემა არ გვქონია და ველოდით, რომ მოწინააღმდეგის მხრიდან აქცენტი იქნებოდა მარცხენა ფრთაზე, სადაც ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს. რაც შეეხება როტაციას, არ გვაქვს ამ ეტაპზე იმის ფუფუნება, რომ შემადგენლობა მთლიანად შევცვალოთ.
ამ ეტაპზე გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც გუნდის ხერხემალი არიან, მაგრამ ბევრ მათგანს ჰქონდა ტრავმები და ბევრის უთამაშებლობა იყო პრობლემა. მძიმე მდგომარეობაა, ორი წაგება ერთი ფრე, სამ თამაშში არცერთი გოლი, მაგრამ ეს ყველაფერი დამთავრდება აუცილებლად.
დარწმუნებული ვარ რომ ირლანდიაში ყველაფერი სხვაგვარად იქნება. მარცხი რთულია, ეს ფეხბურთია და მარცხი არსებობს იმიტომ, რომ დასკვნები გამოვიტანოთ და შეცდომები გამოვასწოროთ. ვხედავ თქვენს სახეებს, ჟურნალისტების. რა თქმა უნდა მარცხმა გული დაგვწყვიტა, მაგრამ მომავალს უნდა ვუყუროთ იმედით. ცუდ დროს მომიწია გუნდის ჩაბარება, რთული პერიოდია და პრობლემები, მაგრამ რამაზ სვანაძეს არასდროს ჰქონია ისეთი სამუშაო, სადაც მიზნისთვის არ მიუღწევია.
მიზანია საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა და ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად. ჩვენ კიდევ დაგვრჩება ტურნირი ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად. გვჭირდება დრო და შედეგი აუცილებლად იქნება.
3 დღეში კიდევ შევხვდებით ერთმანეთს და გპირდებით, რომ ასეთ ხასიათზე აღარ ვიქნებით.
შეგახსენებთ, რომ ამავე ჯგუფში სლოვაკეთში, „სიტი არენა ტრნავაზე“ უკრაინამ ჩრდილოეთ ირლანდიასთან დიდი ანგარიშით, 3:0 წააგო. უკრაინა - ჩრდილოეთ ირლანდია 0:3(0:2) გოლები: 9' სიარონ ბრაუნი 0:1, 22' ისაკ პრაისი 0:2, 61' სიარონ ბრაუნი 0:3 შეგახსენებთ ჯგუფში ჩატარებული შეხვედრების შდეგებს: 25.09 საქართველო - ჩრდილოეთ ირლანდია 0;1(0:0) 25.09 უნგრეთი - უკრაინა 0:1(0:0) 28.09 საქართველო - უკრაინა 0:0









