„პუშკაშ არენაზე“ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ და ფეხბურთელმა ოთარ კაკაბაძემ ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართეს.
ოთარ კიტეიშვილისთვის ხვალინდელი თამაში ნაკრების შემადგენლობაში მე-80-ე მატჩია.
რამაზ სვანაძე: უნგრეთის ნაკლები ძალიან კარგი გუნდია, პატივს ვცემ მოწინააღმდეგეს. შეთამაშების მხრივ მათ პრობლემა არა აქვთ. ვაცნობიერებთ, რომ როგორც ჩვენთვის, მათთვისაც ხვალინდელი თამაშის მოგება ერთადერთი შანსია ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავონ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და ვეცდებით, ეს შანსი შევინარჩუნოთ და ხვალინდელი თამაში მოვიგოთ.
რაც შეეხება მიქაუტაძის რეაქციას, ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც მოედნიდან გადის ემოციას გამოხატავს და ეს ნორმალურია, ეს ასეც უნდა იყოს და ამაზე სასაუბრო არაფერია.
ვიცი, რომ კითხვები იყო ბუდუ ზივზივაძის არ შემოყვანაზე და ეგოიანზეც... არის საკითხები, რომელზეც ვერ ვსაუბრობ. არის პატარა ტრავმები, პატარა პრობლემები, მაგრამ ყველა ფეხბურთელი ყველა თამაშზე მზად უნდა იყოს ნებისმიერ მომენტში თამაშში შემოსასვლელად.
საკმაოდ თანაბარი ჯგუფია, ამაზე შედეგებიც მეტყველებს. მთავარია დეტალები, რომელიც განსაზღვრავს თანაბარ გუნდებს შორის თამაშის შედეგებს.
არის ფაქტორები, რაც ღიად არ ჩანს და რაზეც ღიად ვერ ვსაუბრობ, არის პრობლემები, რომელიც იმედი მაქვს მოგვარდება დროთა განმავლობაში.
რაც შეხება ცვლილებებს შემადგენლობაში, დამოკიდებულია მათ ფიზიკურ მზადყოფნაზე და მოწინააღმდეგე გუნდზე, როგორ შემადგენლობას მოითხოვს მათთან თამაში.
რაც შეხება 11 მეტრიანის შესრულებას და თუ დაინიშნა, ვინ დაარტყამს, არანაირი საფუძველი არ მაქვს შვცვალო ის ფეხბურთელები, რომლებიც აქამდე ასრულებდნენ დარტყმებს.
ვაცნობიერებ სირთულეს, რომ ჩემი პირველი გასვლითი თამაშია ნაკრებთან. მართალია, სახლში თამაში უფრო მარტივია, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ცვლის, ყველა თამაშისთვის ვემზადებით მაქსიმალურად და ყველაფერს გავაკეთებთ კარგი შედეგისთვის.
რაც შეეხება ბუდუს და ბერიაშვილს, ნორმალურად გრძნობენ თავს. ვიცი, რომ ბერიაშვილი უნგრეთში თამაშობს, ბუდუც თამაშობდა და ვერაფერს გეტყვით ხვალინდელ თამაშში იქნებიან თუ არა. ორივე მზად არის და ორივე შეიძლება დაიტვირთოს.
პრესკონფერენციის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები „პუშკაშ არენაზე ივარჯიშებენ. უნგრეთის ნაკრების ვარჯიში და მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია ტელკიში, ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში გაიმართა.
უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა 2 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.








