საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის გათამაშების მეორე მატჩის ფრედ (0:0) დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ „დინამო არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და შეხვედრა შეაფასა.
„გამარჯვება ყველას უნდოდა, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა, ხარისხობრივად პირველი ნახევარი უკეთესი იყო, მეორე ტაიმში დაღლილობა შეგვეტყო.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ მოკლე მონაკვეთში გაკეთდა იყო დაცვის იდეალური თამაში. უკრაინის დონის ნაკრებთან დაცვაში ასე თამაში მარტივი არ არის. მთელი მატჩის განმავლობაში მათ მომენტი არ შევაქმნევინეთ.
გამოჩნდა, რომ სერიოზული რესურსი გვაქვს და დროის გასვლასთან ერთად, საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო დაიხვეწება როგორც ხარისხით, ისე შედეგებით“, - განაცხადა რამაზ სვანაძემ.








