ავჭალის რაგბის სტადიონზე „ბორჯღალოსნებმა“ ესპანეთს „რაგბი ევროპის“ ჯგუფური ტურნირის ბოლო ტურის შეხვედრაში უმასპინძლეს.
ჯგუფის ლიდერების შეხვედრაში გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ. მათ ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულეს, რაც ნიშნავს, რომ ნახევარფინალში მეტოქეს საკუთარ მინდორზე შეხვდებიან.
სხვაგვარი შედეგით ჯგუფური ტურნირის დასრულება ძნელად წარმოსადეგი იყო, თუმცა, ალბათ, ასევე ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ „ბორჯღალოსნები“ არცთუ დამაჯერებელი თამაშით გავიდოდნენ ფონს.
საქართველო - ესპანეთი 42:30(21:9)





