„რაგბი ევროპა 2026“ შვეიცარიის და საქართველოს ნაკრები გუნდების შეხვედრით დაიწყო.
ერთობ უღიმღამოდ ჩატარებული პირველი ნახევრის შემდეგ „ბორჯღალოსნებმა“ მეორე ტაიმში თამაში მნიშვნელოვნად გამოასწორეს და დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს. ქართველი მორაგბეების ანგარიშზე 8 ლელო და შვიდი გარდასახვაა.
შვეიცარია - საქართველო 3:54(3:7)
ამავე ჯგუფში გუშინ ნიდერლანდები შინ ესპანეთთან დამარცხდა, მეორე ჯგუფში კი ბელგიამ პორტუგალიასთან წააგო.
ნიდერლანდები - ესპანეთი 33:51
ბელგია - პორტუგალია 17:47
მომდევნო შეხვედრას საქართველო 15 თებერვალს გამართავს ნიდერლანდებში.




