ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 61-74-86-92-125 კგ წონითი კატეგორიების ფინალისტები გამოვლინდნენ.

ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები, გიორგი ელბაქიძე და ვლადიმერ გამყრელიძე, ნახევარფინალურ შეხვედრებში დამარცხდნენ და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ.

გიორგი ელბაქიძეს აზერბაიჯანელმა ტურან ბაირამოვმა 2:1 სძლია, ვლადიმერ გამყრელიძე კი ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოასპარეზე რუს იბრაგიმ კადიევთან 4:0 დამარცხდა.

კიდევ ერთი ქართველი მოჭიდავე, მირიან მაისურაძე, ხვალ რეპეშაჟიდან შეეცდება ბრინჯაოს მედლის მოპოვებას.

125 კგ წონაში ფინალში გავიდა და ოქროს მედლისთვის უნგრელ ვლადისლავ ბაიცაევთან იჭიდავებს აზერბაიჯანელი გიორგი მეშველდიშვილი.  

ამ წუთებში მედლებისთვის გადამწყვეტ შეხვედრები მიმდინარეობს 57-65-70-79-97 კგ წონით კატეგორიაში. ბრინჯაოს მედლისთვის მებრძოლთა შორის არიან რობერტ დინგაშვილი, აკაკი ქემერტელიძე და გივი მაჭარაშვილი იჭიდავებენ