ინგლისის პრემიერლიგაში გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა.

ჩემპიონობის პრეტენდენტის და უეფას ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ მეოთხე ადგილის დაკავებისთვის მებრძოლი გუნდების შეხვედრა სტუმრებმა ერლინ ჰოლანის მიერ შეხვედრის 51-ე წუთზე თამაშიდან და 90+1 წუთზე თერთმეტმეტრიანიდან გატანილი გოლებით მოიგეს და ბოლო ტურის წინ ორი ქულით დაწინაურდნენ.


ბოლო ტურში „მანჩესტერ სიტი" სახლში „ვესტ ჰემს" ხვდება, „არსენალი" კი „ევერტონს" იღებს. გუნდების მიერ თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ბურთების უკეთესი სხვაობის მქონე გუნდს ენიჭება.