პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე გრძელდება ეტლით მოფარიკავეთა ასპარეზობა

რაპირით შეჯიბრების პირველი შეხვედრა ირმა ხეცურიანმა ბრაზილიელი მონიკა სანტოსი ანგარიშით 15:13 დაამარცხა, მეორე, მეოთხედფინალურ შეხვედრაში კი იაპონელ ანრი საკურაისთან 12:15 დამარცხდა

ნინა თიბილაშვილმა მერვედფინალში კორეელ ქვონ ჰიო კიონთან 4:15 წააგო.

ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი ოქროს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ, ბრინჯაოს მედლისთვის კი რეპეშაჟიდან გააგრძელებენ ასპარეზობას.